კახეთში ინოვაციური მეწარმეობის ბანაკი – გააციფრულე მომავალი გაიმართება
თელავის, გურჯაანის ტექნოპარკებისა და ახმეტის ინოვაციებს ცენტრის ორგანიზებით 2022 წლის 5 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება ინოვაციური მეწარმეობის ბანაკი – გააციფრულე მომავალი.
ბანაკის მიზანია კახეთის რეგიონის ახალგაზრდებში სამეწარმეო და ტექნოლოგიური უნარების, აზროვნების გაძლიერება; მომავალი ანტრეპრენერების ფორმირება სამეწარმეო ეკოსისტების განვითარებისთვის;
,,ბანაკი განკუთვნილია 14 წლიდან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის კახეთის რეგიონიდან; ბანაკში მონაწილეობას მიიღებს კონკურსის წესით შერჩეული 50 ახალგაზრდა;
ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (საცხოვრებელი, კვება, ტრანსპორტირება, სასწავლო მასალები და სხვა) სრულად იქნება დაფინანსებული;
სადღეღამისო ბანაკი ჩატარდება გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კოლეჯში ,,აისი”;
ბანაკის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს კომპეტენტური ტრენერები შეასწავლიან მეწარმეობის საფუძვლებს; მოსწავლეები შეიძენენ ინოვაციური ბიზნესის დასაწყებად საჭირო ტექნოლოგიურ უნარებს, იმუშავებენ კონკრეტულ იდეებზე და პროექტის დასრულების შემდეგ ტექნოპარკის დახმარებით შეძლებენ საკუთარი იდეების განხორციელებას;
5 დღის განმავლობაში მონაწილეები გაივლიან შემდეგ თემებს: სამეწარმეო(entrepreneurship) უნარები და აზროვნება; აზროვნების დიზაინი (Design Thinking); პროდუქტის მომხმარებელზე მორგება – სეგმენტაცია, მიზნობრივი მომხმარებლის შერჩევა, მომხმარებლის პერსონის შექმნა; CANVAS ბიზნეს მოდელი; შეთავაზებული ფასეულობის შექმნა (value proposition); პროდუქტის ბრენდინგი, მომხმარებელთან კომუნიკაციის საფუძვლები; პროდუქტის მენეჯმენტი – პროტოტიპი და MVP; პროტოტიპირების საწყისები და ტექნიკური ინსტრუმენტები; შესავალი ტექნოლოგიებში და თანამედროვე პროფესიები ტექნოლოგებში; ბიზნესის გაციფრულების მნიშვნელობა და შესაძლებლობები; გრაფიკული/საწარმოო დიზაინის საფუძვლები; Wix Web Development საბაზისო დონე; Pitching, Pitch Deck მომზადება; შეხვედრები წარმატებულ ტექნოლოგიურ სტარტაპებთან.
თუ ხარ 14, 15, 16 ან 17 წლის და გაქვს ბანაკში მონაწილეობის სურვილი 28 აგვისტოს ჩათვლით გაიარე რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://cutt.ly/bXfW2WH
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 28 აგვისტო,23:59 საათი”,-აცხადებენ თელავის ტექნოპარკში.