თელავში ქალ მეწარმეთა ფორუმი გაიმართება
29 აგვისტოს პროექტის -„კრეატივი – როგორ შევქმნათ ინოვაციური პროდუქტი“- ფარგლებში, ააიპ „კახეთი“, ფონდი „ტასოს“ ფინანსური მხარდაჭერით “თელავის მუნიციპალიტეტის ქალ მეწარმეთა ფორუმი” გაიმართება.
ფორუმის, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, მხარდამჭერია ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის კახეთის რეგიონული საბჭო.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ამავე დღეს, 16:00 საათზე, ქალაქ თელავში ერეკლე მეფის მოედანზე (ძველ ბაღში), აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩატარდება მეწარმე ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
შეხვედრის ორგანიზატორია ააიპ „კახეთი“ ფონდი „ტასოს“ დაფინანებით. ღონისძიება ჩატარდება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და თელავის ტექნოპარკის მხარდაჭერით.
ღონისძიებაში მონაწილეობისა და რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/7LxhAwuhQ7ZdDsey5