ახალი ამბებიბლოგები

საწმენდი საშუალებების გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე

სახლის დალაგება ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურაა, მაგრამ ამ პროცესმა შესაძლოა დიდი ზიანი მოაყენოს სწორედ ჩვენს ჯანმრთელობას.

უამრავ საწმენდ საშუალებას შეუძლია თვალების და ყელის გაღიზიანება, თავის ტკივილის გამოწვევა ან ისეთი მძიმე დაავადების განვითარებისთვის ხელის შეწყობაც კი, როგორიც კიბოა. მსგავსი საფრთხე იმ პროდუქტების მოხმარებას ახლავს თან, რომლებიც გამოყენებისას საშიშ ნივთიერებებს წარმოქმნის, მათ შორის ადვილად აქროლებად ნაერთებს. ასეთ მავნე ნივთიერებებს შორისაა ასევე ამიაკი და ქლორგაზი.

ადვილად აქროლებადმა ნაერთებმა და სხვა ქიმიურმა ნივთიერებებმა, შეიძლება ალერგიული რეაქცია, თავის ტკივილი და სუნთქვასთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემებიც კი გამოიწვიოს. სხვადასხვა კვლევის ფარგებში ცდილობენ დაადგინონ, თუ როგორ მოქმედებს მსგავსი ნივთიერებები ასთმისა და სხვა სასუნთქი გზის დაავადების მქონე ადამიანებზე. რამდენიმე კვლევამ უშუალო კავშირიც იპოვა, რომ მავნე ნივთიერებების შემცველ სარეცხ და საწმენდ საშუალებებთან რეგულარული კონტაქტი ასთმისა და სხვა დაავადებების განვითარებას იწვევს.

მსგავსი საშიში ნივთიერებები შეიძლება იყოს:

აეროზოლში; ქლორის მათეთრებელ საშუალებაში; ტანსაცმლის და ჭურჭლის სარეცხ სითხეებში; მშრალ საწმენდ საშუალებებში; ავეჯისა და იატაკის საპრიალებლებში.
მნიშვნელოვანია, რომ არჩევანი ისეთ საწმენდ საშუალებაზე შეაჩეროთ, რომელიც მაქსიმალურად მცირე რაოდენობით შეიცავს ადვილად აქროლებად ნაერთებს, ხელოვნურ არომატებს, ადვილად აალებად ან ალერგიულ ნივთიერებებს. ამ ნივთიერებებსყველაზე ხშირად აეროზოლები შეიცავს, ამიტომ მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი მოხმარება.
აუცილებელია იცოდეთ, ლაგების დროს ყოველთვის უნდა გაანიავოთ სივრცე: გააღეთ ფანჯრები და კარები. დახურულ და დახუთულ სივრცეში სხვადასხვა საწმენდი საშუალების გამოყენება გაცილებით უფრო საშიშია.
წყარო:https://www.lung.org/clean-air/at-home/indoor-air-pollutants/cleaning-supplies-household-chem#:~:text=Many%20cleaning%20supplies%20or%20household,ingredients%20include%20ammonia%20and%20bleach.