ინფიცირების 11 802 და გარდაცვალების 10 შემთხვევა – Covid-სტატისტიკა განახლდა
საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ახალი, ინფიცირების მაჩვენებელმა თერთმეტი ათასს გადააჭარბა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 11 802 შეადგინა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 24-31 ივლისის პერიოდში ვირუსით ინფიცირებული 10 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა – 10 233 პირი.
აღსანიშნია, რომ ბოლო შვიდ დღეში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გამოვლენის მიზნით ჯამში 76 309 ტესტი ჩატარდა. შედეგად ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 15.47%-მდე გაიზარდა.
კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქია, ინფიცირებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით კი ასე ნაწილდება: თბილისი – 6 005; იმერეთი – 1 458; აჭარა – 1 382; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 737; გურია – 579; შიდა ქართლი – 423; კახეთი – 388; ქვემო ქართლი – 334; მცხეთა – მთიანეთი – 218; სამცხე-ჯავახეთი – 139; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – 139.