ზაფხულის ცხელი დღეები თელავში- ვიდეო
ქალაქ თელავს ყოველწლიურად უამრავი ქართველი და უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს.
ისინი გარდა ტურისტული ადგილებისა, ხშირად სტუმრობენ აქ არსებულ ბაღებს, სკვერებს და ინტერესდებიან ბუნებით. ყველაზე ცნობილი ნადიკვრის დასასვენებელი პარკია, სადაც ყოველ საღამოს უამრავი ადამიანი იყრის თავს.
ასევე ადგილობრივების თუ ვიზიტორების ყურადღებას იპყრობს ქალაქის ცენტრალური მოედანი, სადაც როგორც თეატრი და სხვადასხვა დაწესებულებები, ასევე საინტერესო არქიტექტურის მქონე სახლებია. ყადორის ბორცვს ძირითადად ადგილობრივები სტუმრობენ. ის ისტორიული ადგილია. აქ დღემდე შემორჩენილია ძველი გალავნის ნანგრევები და სხვადასხვა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები.