ახალი ამბები

გუდაურის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ექიმი კახეთიდან იყო

გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა ცნობილია.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშ­ვე­ლე­ბი – კახა ტორ­ჩი­ნა­ვა, გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი; მფრი­ნა­ვე­ბი – ანდრო ქუჯოშვილი,​ ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმიტრი ქა­ა­ძე; სასწრაფოს დახმარების ექი­მები – ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი, გიორგი ვე­ნეც­კი.
ქეთი გულაკაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთიდან არის და ბოლო პერიოდში ის თბილისში ცხოვრობდა.

ინფორმაციისთვის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

“knews.ge” სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.