სოფელ გულგულაში ამბულატორიის ოთახების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში ამბულატორიის ოთახების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ახალი ელექტრო გაყვანილობა, მედპერსონალის, ვაქცინაციის, სამანიპულაციო ოთახები და სველი წერტილი. სამუშაოებს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39 530 ლარით ფინანსდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მშენებელი 2016,, ასრულებს.