თელავის მუნიციპალიტეტში სამარშრუტო ტაქსით გადაადგილების ფასი გაიზარდა
თელავის მუნიციპალიტეტში გადაადგილების საფასური გაიზარდა.
მგზავრების ინფორმაციით, ზოგი სამარშრუტო ტაქსის ფასი 50 თეთრით გაიზარდა, ზოგის კი გაორმაგდა. მოსახლეობის თქმით, ეს მათზე უარყოფითად აისახება, რადგან ტრანსპორტით სარგებლობა ყოველდღიურად უწევთ. რამდენჯერმე მოიმატა ასევე კერძო ტაქსებით გადაადგილების საფასურმაც.