ახალი ამბები

თელავის და აფულას მერებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

თელავის და აფულას მერებმა ორ ქალაქს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერი ლევან ანდრიაშვილი ისრაელში, ქალაქ აფულაში შეხვედრებს მართავს. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის ხელშეწყობით თელავსა და აფულას შორის მოლაპარაკებები ისრაელში ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა.

„შეთანხმება ორი ქალაქის მუნიციპალიტეტებს შორის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და აფულას მერმა, ავრაჰამ ელკაბეტცმა მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ“, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.