ელენე ახვლედიანის ნახატების მოლბერტები თელავში
ელენე ახვლედიანის ნახატების მოლბერტები 2015 წელს, პროექტის ფარგლებში დამზადდა.
მოლბერტები თელაველი ახალგაზრდების ინიციატივის საფუძველზე სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის ფარგლებში თელავის მერიის მიერ დამზადდა და ქალაქს დღემდე ამშვენებს.
10 მოლბერტი ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის წინ და ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა. მისი ნახვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მოლბერტებზე განთავსებულია ცნობილი მხატვრის ნამუშევარების რეპროდუქცია, მათ შორის: ზამთარი თელავში, თელავის ციხის ბურჯები, ზამთარი, კახეთი და სხვა.