15 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება
15 ოქტომბერს, გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიება ახტალის პარკში ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, 2 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ფესტივალი დიდი გეგმებით დაბრუნდება.
ფესტივალის მიზანს ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების პოპულარიზაცია წარმოადგენს.
გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მონაწილეობას იღებენ და წარმოებული პროდუქციის გამოფენას აწყობენ დიდი და მცირე მარნები, ღვინის ქარხნები, მეწარმეები, ფერმერები და სხვა.