კახელი ფერმერები ნესვის გაყიდვას ვერ ახერხებენ
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში მცხოვრები ფერმერი, დავით პარწიკანაშვილი მოყვანილი ნესვის მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებს.
მისი თქმით, ის კილოგრამს 10 თეთრად ყიდის, თუმცა მყიდველი არ ჩანს. ფერმერი აცხადებს, რომ მიუხედავად დაბალი ფასისა, ის მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებს და შესაძლოა მალე გადასაყრელი გახდეს.
„კახეთში ნესვი, რომ იტყვიან, გადასაყრელია. 10 თეთრს ვაფასებთ და არავინ ყიდლობს. 1 კვირაა უკვე რაც ასეა და კიდევ უფრო იმატებს მოსავალი. თუ ვინმეს გნებავთ, მობრძანდით და წაიღეთ. ფასი, მე მგონი, ძვირი არ არის”, – წერს დავით პარწიკანაშვილი.