ახალი ამბები

ვიოლა ფონ კრამონი – ევროკავშირს ძალიან სურს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო კანდიდატი ქვეყანა იყოს

ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ვაჭრობის ადგილი აქ არ არის, – ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ევროკავშირს ძალიან სურს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო მისი კანდიდატი ქვეყანა იყოს. ამისთვის ქართველმა პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით კი მთავრობამ, უნდა შეასრულოს ევროპული კომისიის თორმეტივე პუნქტი. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ვაჭრობის ადგილი აქ არ არის“, – განაცხადა კრამონმა.