ევროკავშირის ელჩი- საქართველომ აჩვენა, რომ მას აქვს უნარი გააკეთოს ის რაც აუცილებელია ევროპისკენ სვლისთვის
დაუსვით კითხვა ევროკავშირის ელჩს- ამ სახელით ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ელჩის, კარლ ჰარცელის პასუხებს ავრცელებს კითხვებზე, რომელიც მას დაუსვეს.
მათი ინფორმაციით, მსურველებს 1 ივლისამდე შესაძლებლობა ჰქონდათ ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის გამოეგზავნათ კითხვები ევროპული პერსპექტივის შესახებ. ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კი ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხი გასცა. რამდენიმე ათეული კითხვიდან, ერთ-ერთი ეხება იმას, თუ რას ფიქრობს ელჩი საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პოტენციალის შესახებ.
,,ჩემი აზრით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში, ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს უნარი გააკეტოს ის, რაც აუცილებელია მისი ევროპული მისწრაფებებისკენ სვლისთვის. მთელი რიგი რეფორმების წარმატებით განხორციელებით, ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებით. მას გააჩნია ძლიერი საჯარო სამსახური, ძლიერი ინსტიტუციების შესაქმნელად. და ეს ყველაფერი ძალიან ბევრი ქართველის, ძალიან ძლიერ სურვილთან ერთად, რომ ქვეყანა მომავალში, ევროკავშირში იხილონ. თუ სწორად იქნება შერწყმული ძირითად აქტივებთან, მჯერა, რომ, როგოეც აქამდეც მითქვამს, საქართველოს უბრალოდ შეუჩერებელს გახდის. მაგრამ ბევრი ხიდი იქნება გადასაკვეთი.
უპირველესყოვლისა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები, ვერ გაიმარჯვებს საქართველოს სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებზე”,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ევროკავშირის ელჩის პასუხები სხვა კითხვებზე ნახეთ ვრცლად ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე.