23 ივლისს თელავიდან ყვარლის მიმართულებით, მოტოციკლებით მსვლელობა გაიმართება
23 ივლისს თელავიდან ყვარლის მიმართულებით, მოტოციკლებით მსვლელობა გაიმართება.
მსვლელობა გაიმართევა ერთი წლის წინ კახეთში ავარიის შედეგად დაღუპული 35 წლის რატი ორკოდაშვილის ხსოვნის პატივსაცემად. იგი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოცურდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
“2022 წლის 22 ივლისს, ერთი წელი გახდება მას შემდეგ რაც ჩვენმა საუკეთესო ძმამ, რატი ორკოდაშვილმა, ცხოვრების რაიდი დაასრულა. მისი ხსოვნის პატივსაცემად, 2022 წლის 23 ივლისს, გაიმართება ე.წ. “MEMORY RUN”. ჩვენ გავივლით იმ გზას, რომელი გზაც რატის უნდა გაევლო.
11:00 საათზე შევიკრიბებით თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00 საათზე მოტო–კოლონით დავიძვრებით ყვარლის მიმართულებით. გზას გავაგრძელებთ “ილიას ტბისკენ”, გავჩერდებით და პატივს მივაგებთ რატის ხსოვნას იმ ადგილზე, სადაც მან ცხოვრება დაასრულა. იქიდან კი დავბრუნდებით თელავში, სოფელ კურდღელაურში, რატის საფლავზე,”-წერენ სოციალურ ქსელში რატის მეგობრები.