ახალი ამბები

ლაგოდეხიდან ლოკოკინა ექსპორტზე იტალიაში გავა

ლაგოდეხში მდებარე ქართულ-იტალიური ინვესტიციით შექმნილი ლოკოკინების ფერმიდან პროდუქტი 2023 წლის გაზაფხულზე იტალიაში ექსპორტზე გავა.

ექსპორტს კომპანია “ჯიდიბიეს-ი” განახორციელებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ იტალიელ გამოცდილ პარტნიორთან 5-წლიანი ხელშეკრულება უკვე დადებულია. ფერმის მოწყობაში, პარტნიორებთან ერთად ჩადებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი 100 000 ევრომდეა.

“დადებული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო გამოიყენება, როგორც ლოკოკინას მოსაყვანი მიწის რესურსი. იმ მოსავალს, რასაც მიმდინარე წლის ნოემბერში პირველად მივიღებთ, 2023 წლის მარტში იტალიური მხარე შეისყიდის. ლოკოკინების მოყვანა “ჩერასკოს” მეთოდოლოგიით მოხდება. პირველ ეტაპზე ლოკოკინების ფერმა 2 ჰექტარზე გავაშენეთ, 2023 წლის მარტში 10-15 ტონამდე მოსავალს ველოდებით”, – აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება ფასს იტალიაში 1 კგ-ს ფასი 5-დან 6 ევრომდე იქნება.