საქართველოს ფერმერთა ასოციაცია WFO-ს წევრი გახდა
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია მსოფლიოს ფერმერთა ორგანიზაციის (WFO) წევრი გახდა.
ამის შესახებ პოსტს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე ავრცელებს.
„ორშაბათი უნდა იყოს ასეთი. ასე გავხდით მსოფლიო ფერმერთა ორგანიზაციის წევრები მთელი ფერმერთა საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers’ Association გუნდის დამსახურებაა ეს!”, – წერს ნინო ზამბახიძე.
ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანება დარგის წარმომადგენლებს და ქვეყანას მსოფლიო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მეტ საშუალებას აძლევს.