დროა, მოტოტრანსპორტის ტექინსპექტირება საქართველოშიც დაინერგოს – „გრინვეი“
კომპანია „გრინვეის“ დირექტორი, ვახტანგ ებიტაშვილის თქმით, დროა, საქართველოში მოტოტრანსპორტის ტექინსპექტირების პრაქტიკა დაინერგოს, რადგან მათი მართვა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
ამის შესახებ მან „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
„2022 წლიდან ევროკავშირში შემავალი ყველა ქვეყნისთვის მოტოტრანსპორტის ტექინსპექტირება სავალდებულო გახდა და ამ მიმართულებით ჩვენთანაც გადაიდგა პირველი ნაბიჯები. განხორციელდა არარეგისტრირებული მოტოების რეგისტრაცია, მარტის ბოლოს დასრულდა ეს პროცესი, ჩვენც ვიყავით ამაში ჩართულები და ბევრი დარეგისტრირდა.
უკვე დროა, რომ მოტოტრანსპორტის ტექინსპექტირებაც დაინერგოს საქართველოში, რადგან მათი ექსპლუატაცია საკმაოდ მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული“, – ამბობს ვახტან ებიტაშვილი.