ლაგოდეხში ავარიის შედეგად 5 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, 5 წლის ბავში სასურსათო მაღაზიაში მიდიოდა და ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.
ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს თუმცა შემდეგ მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.