კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა
კახეთში, თბილისი-ბაკურციხის დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულებს შორის 9 უცხოელი ტურისტი, 1 მძღოლი და 1 გიდია.
თერთმეტივე პირი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაშია გადაყვანილი.
ექიმების განმარტებით, მოქალაქეებს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვთ მიღებული. შედარებით მძიმეა ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მედიკოსები ამ წუთებში დაშავებულებს შესაბამის სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ.