ჯგუფი ,,მგზავრები” გურჯაანელი მომღერლის დასახმარებლად კონცერტს გამართავს
კვირას, 26 ივნისს 16:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრში გაიმართება ჯგუფი “მგზავრები”-ს სოლო კონცერტი.
კონცერტი საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ფოლკლორული ანსამბლ “ხარება”-ს მომღერლის, უჩა ვალიშვილის დასახმარებლად. ბილეთის ფასი 20 ლარია.
უჩას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამჟამად მკურნალობას გადის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, რის გამოც ესაჭიროება ფინანსური მხარდაჭერა.