კახეთში ევროკავშირის მხარდაჭერით დასაქმების ფორუმი გაიმართა
თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, დასაქმების ფორუმი გაიმართა.
დასაქმების ფორუმის მიზანი იყო, ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა.
ფორუმზე 35-მა მცირე, საშუალო და მსხვილმა კომპანიამ წარადგინა 120-მდე ვაკანსია დასაქმებისა და სტაჟირებისათვის.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ knews.ge-ის მიერ მომზადებულ ვიდეორეპორტაჟში.