შარლ მიშელი-დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის თქმით, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
იგი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებს.
„ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გიწვევთ უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას”,– წერს მიშელი „ტვიტერზე“.