შუამთის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა
ღვინის კომპანია „ბადაგონის“, ალავერდის ეპარქიისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტი – “შუამთის ტურისტული კარიბჭე“ ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ მეუფე დავითთან,კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
შუამთის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის სივრცეში განთავსებული „ბადაგონის“ ღვინის რესტორანი „ბადაგონის სახლი შუამთის კარიბჭე“ კულტურული ტურიზმის მოყვარულებს შესაძლებლობას მისცემს, მოინახულონ ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლები: ახალი და ძველი შუამთის მონასტრები, შემდგომ კი, ტრადიციული კერძები დააგემოვნონ ამავე სივრცეში არსებულ რესტორანში.
„შუამთის კარიბჭის ვიზიტორთა მისასალმებელი ცენტრი“ და „იყალთო- ქვევრის სკოლა“ მოემსახურება ვიზიტორებს, როგორც ალავერდის მემკვიდრეობის ბილიკის დამაკავშირებელი პუნქტები.