ახალი ამბები

კოლეჯ ,,აისის” ყოფილი დირექტორი ნათელა პაპუნაშვილი გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მოქმედი კოლეჯ ,,აისის” ყოფილი დირექტორი, ნათელა პაპუნაშვილი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი მეგობრების თქმით, მას ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ნათელა პაპუნაშვილმა 1974 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 32 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კაჭრეთის პროფესილი სწავლების ცენტრს – საზოგადოებრივი კოლეჯი -„აისი“ (1986-2018)

ნათელა პაპუნაშვილის დაუღალავი შრომითა და სახელმწიფოს მხარდაჭრით შესაძლებელი გახდა კახეთის რეგიონში პროფესიული სგაგანმანათლებლო სისტემის არსებობა. წლების განმავლობაში იყო პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრი, პროფესიული განათლების სფეროში ახალი პროექტების ინიციატორი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების საპატიო და დამსახურებული წევრი. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი, საქართველოს პრეზიდენტის მადლობის წერილი და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია.

knews.ge-ს გუნდი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.