ახალი ამბები

ესტონეთში გამართულ ტურნირში საფეხბურთო კლუბი ,,თელავი” პირველი ადგილის მფლობელი გახდა

ესტონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში თელავის საფეხბურთო სკოლის 15-წლამდელთა ნაკრები პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული კი უტა ჭოტიაშვილმა მოიპოვა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ანდრიაშვილთან ერთად ფეხბურთის გუნდს გამარჯვება მიულოცა და სპორტსმენებს მედლები გადასცა.

“ვულოცავ საფეხბურთო სკოლის ფეხბურთელებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. თქვენი ეს გამარჯვება ნათელი დასტურია იმისა, რომ თელავში საფეხბურთო ტრადიციები გრძელდება. ჩვენი ფეხბურთელების ეს წარმატება მოტივაცია იქნება სხვა სპორტსმენებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ თელავის საფეხბურთო სკოლა კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს”, –
განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.