გაიცანით ახალგაზრდა დეველოპერების გუნდი კახეთიდან
ახალგაზრდა დეველოპერების ჯგუფი, რომლებიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა შექმნეს, მსურველებს საიტების აწყობას ასწავლის.
ახალგაზრდები გაკვეთილებს გურჯაანის ტექნოპარკში ატარებენ. მათი თქმით, აღნიშნული საქმიანობის შესწავლის მსურველი სულ უფრო მეტი ახალგაზრდაა. ჯგუფის ლიდერი, სანდრო კვიჟინაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის მათ 13 ახალგაზრდა ყავთ და ისინი გაკვეთილებს უფასოდ ატარებენ.
სანდროს თქმით, აღნიშნული საქმიანობა ყოველთვის აინტერესებდათ, გურჯაანის ტექნოპარკის დახმარებით კი მათ ამ მიმართულებით ცოდნა აიმაღლეს და ახლა მზად არიან ის სხვებსაც გაუზიარონ.