ახალი ამბები

,,მაიმუნის ყვავილის“ PCR ტესტი ვირუსს 2 საათში ამოიცნობს

„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური PCR ტესტი შემოვა, ­რომელიც ვირუსს 2 საათში ამოიცნობს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, PCR ტესტები ქვეყანაში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შემოვა.

“ლაბორატორიული დიაგნოსტიკა დღესაც შეგვიძლია გენომის სექვენირებით, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება”, – აღნიშნავს გამყრელიძე.