ახალი ამბები

1 ივნისს თელავში ღონისძიებები გაიმართება

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თელავის ცენტრალურ მოედანზე გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

გთავაზობთ ვრცლად დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს:

13:00 – 13:45 სთ – თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ, ბავშვთა მუსიკალური სტულია ,,სოლეი,, გამართავს კონცერტს.

14:00 სთ – საბავშვო მუსიკალური სტუდიების ,,თელავი,, და ,,ათინათი,, კონცერტი.

14:00 – 17:00 სთ – თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი “ალადინი” გაიმართება.

მოეწყობა ბავშვთა სივრცეები და ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა.

ასევე, 1 ივნისს, 11:00-დან 16:00 საათამდე, თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის ინიციატივით გაიმართება საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.
შეგროვილი თანხა გადაეცემა თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ( 8 შვილი ) ოჯახს.