სიღნაღის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, ეკა გულიაშვილი გარდაიცვალა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ეკა გულიაშვილის გარდაიცვალა.
ის 2007 წლიდან მერიაში მუშაობდა. ხელმძღვანელობდა გამგეობის აპარატს, იყო მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს.
,,ის იყო გამორჩეულად შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობით და საქმისადმი ერთგულებით აღსავსე ადამიანი. მისი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი დიდხანს გაჰყვება მის თანამშრომლებს, მის საყვარელ ქალაქ სიღნაღს”,– აცხადებენ მისი მეგობრები.
პანაშვიდი 29 და 30 მაისს, 17:00 საათზე. დაკრძალვა, ანაგის ფერისცვალების სახელობის ტაძრიდან 31 მაისს, 13:00 საათზე.