სოფელ ჯოყოლოში, ვიზუალური განათლების ცენტრი – პანკისის მედიათეკა გაიხსნა
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, ვიზუალური განათლების ცენტრი – პანკისის მედიათეკა გაიხსნა, რომელიც მიზნად ისახავს პანკისის ხეობის მაცხოვრებლებლებისთვის ალტერნატიული და ინოვაციური საგანამანთლებლო შესაძლებლობების შექმნას.
ცენტრმა საგანმანათლებლო პროგრამის პირველ სესიებს უკვე უმასპინძლა. გურამ წიბახაშვილისა და გიორგი შენგელიას მენტორობით გაიმართა “გამოსახულების ფაბრიკის” თეორიული და პრაქტიკული ვორქშოფები. ასევე, საჯარო ლექციების სერია მოწვეული სპიკერების მონაწილეობით,
პანკისის მედიათეკა, სოფელ ჯოყოლოში, “ნაზის საოჯახო სასტუმროს” ბაზაზე გაიხსნა. მედიათეკა ფოტო წიგნების ბიბლიოთეკას და მულტიმედიურ არქივს აერთიანებს, ის ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.
პროექტს ახორციელებს თბილისი ფოტო ფესტივალი, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმთან თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი. პროექტის ადგილობრივი პარტნიორია Nazy’s Guest House.