ახალი ამბები

ლაგოდეხში ხანძარს 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ცეცხლის დროს, 70 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით ხანძარი საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული, ბუნებრივი აირის ხელსაწყოს აფეთქებას მოჰყვა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.

ხანძრის გამომწვევ რეალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს.