ახალი ამბები

თელავში ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,,თოფუზი,, გაიხსნა

თელავის მუნიციპალიტეტში ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,,თოფუზი” გაიხსნა.

ფესტივალის ფარგლებში, რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარდება მასტერკლასები. თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები, ასევე სოფლებში კისისხევსა და ნაფარეულში მცხოვრები ახალგაზრდები ანიმაციური ფილმების შექმნას ისწავლიან.

,,თოფუზს” თელავში 2010 წლიდან ანიმაციის განვითარების საერთაშორისო ფონდი თელავის მუნიციპალოტეტის მერიის მხარდაჭერით ატარებს.