ახალი ამბები

თელავში ეროვნული სამოსის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება

დღეს ეროვნული სამოსის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თელავში 12:00 საათიდან დაიწყება.

12:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრის მიმართულებით, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეების, თელავის მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების
მსვლელობა მოეწყობა.

13:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში თელავის მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს დაფუძნდა. 2016 წლიდან, ყოველი წლის 18 მაისს, საქართველოს ყველა ქალაქში, მათ შორის თელავშიც იმართება კულტურული ღონისძიება- ,,საქართველოს ეროვნული სამოსის დღე,,.