ახალი ამბები

გურჯაანში ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება

ხვალ, 18 მაისს, 15:00 საათზე, ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ პარკში, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.

მერიის ინფორმაციით, გაცოცხლებული იქნება ძველი ფოტოსურათები, კინოსა და თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ ფრაგმენტებს ძველი ქართული კინოფილმებიდან, მოეწყობა ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეების მსვლელობა. ასევე, წარმოდგენილი იქნება ღვინის, ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა – გაყიდვა და ძველი გურჯაანის ფოტოები.

16:00 საათზე გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი, სიმებიანი კვარტეტის მონაწილეობით. ეროვნული სამოსის დღის ღონისძიებები 18:00 საათზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით დასრულდება.