როგორ მუშაობს ანიმეს კლუბი თელავში

გაიცანით ანიმეს კლუბის წევრი თელავიდან.

კლუბის წევრი ახალგაზრდები შეხვედრებს თელავის ტექნო პარკში კვირაში ერთხელ ატარებს.

“ჩემი მიზანია ანიმეს მოყვარული ხალხის გაერთიანება და მათი, ვისაც აინტერესებს ანიმე მიმართულება. ასევე, ამ თემატიკის ნივთების გაყიდვა, რადგან ანიმე ნივთები ძალიან ძნელი საშოვნელია თელავში,”- განაცხადა ანიმეს კლუბის შემქმნელმა ახალგაზრდამ მარიამმა.