ახალი ამბები

როგორი იქნება დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკი რეაბილიტაციის შემდეგ- ფოტო

პროგრამის “განახლებული რეგიონები” პირველი ეტაპით დაფინანსებილი პროექტები დასკვნით ფაზაშია.

პროგრამის მეორე ეტაპით განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება არა მხოლოდ დედოფლისწყაროში არსებულ შინმოუსვლელთა მემორიალს, არამედ მემორიალის მიმდებარე 11 ჰექტარ ტერიტორიაზე იგეგმება რეკრეაციული, დასასვენებელი პარკის მოწყობა.

დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს წლების წინ არსებული ტბის აღდგენას; ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი მოედნებისა და სპორტული სივრცეების, კვების ობიექტების, ველობილიკის, ფანჩატურებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას. გარდა ამისა, მთელ ტერიტორიაზე დაგეგმილია ახალი ხე-მცენარეების დარგვა და მათი მოვლა-პატრონობისთვის აუცილებელი სარწყავი სისტემისა და წყლის რეზერვუარების მოწყობა; ასევე განათების, ელექტროენერგიის, გაზისა და ინტერნეტის კომუნიკაციების მონტაჟი.

2021 წელს დაწყებული სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ მიზნობრივი პროგრამაა და მისი მთავარი ამოცანა ქვეყნის მუნიციპალიტეტების ურბანული განახლებაა. პროგრამის „განახლებული რეგიონები“ მიზანია ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური გარემოს გაუმჯობესება და ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა.