ახალი ამბები

რა პრობლემებია თელავში გამწვანების მიმართულებით

თელავში გამწვანების საკითხი მუდმივად პრობლემატურია.

სწორედ აღნიშნულ საკითხზე მოამზადა knews.ge-მ ვიდეორეპორტაჟი. გარემოსდამცველი კახა სუხიტაშვილის აცხადებს, რომ ამ კუთხით სამუშაო ბევრია.

“გამწვანება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია თელავში და არა მარტო ამ ქალაქში, მნიშვნელოვანია ამ საკითხის მოგვარებაში არა მხოლოდ გარკვეული სამსახურების მონაწილეობა, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართვაც,”-განაცხადა კახა სუხიტაშვილმა.