თელავის მუნიციპალიტეტის უხუცესი მკვიდრი ბეწეწურ არაბული 107 წლის გახდა
თელავის მუნიციპალიტეტის უხუცესი მკვიდრი ბეწეწურ არაბული 107 წლის გახდა.
უხუცესს იუბილე თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა თამარ ზაზანაშვილმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურა მოსახლიშვილმა მიულოცეს.
ბეწეწურ არაბულს თელავის მუნიციპალიტეტის მერია ფულად საჩუქარს გადასცემს. ბეწეწურ არაბული სოფელ კობაძეში ცხოვრობს, ის ხევისბერი იყო. ჰყავს 5 შვილი და 21 შვილიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.