სტიქიამ ლაგოდეხში პრობლემები შექმნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებშუ ჭაბუკიანსა და გიორგეთში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა ჭარბმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფი დატბორა.
უწყების ინფორმაციით, პირველივე წუთებიდან, ადგილზე მობილიზებული იყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტექნიკა, ამ ეტაპისათვის, მიმდინარეობს, სანიაღვრე არხის გაწმედა და წყლის ამოტუბვის სამუშაოები. დღის ბილოსათვის პირველადი სამუშაოები დასრულებული იქნება.