მსოფლიოს მასშტაბით დასახელებულ განსაკუთრებულ სასტუმროებს შორის კახეთიდან ერთ-ერთი სასტუმრო მოხვდა
ამერიკული გამოცემა „ფორბსის“ მიერ მსოფლიოს მასშტაბით დასახელებულ განსაკუთრებულ სასტუმროებს შორის ლოპოტა სპა რეზორტი მოხვდა, რომლებმაც მივიწყებული ადგილები შთაგონების წყაროდ და მნიშვნელოვან ტურისტულ ლოკაციებად აქციეს.
„2008 წელს კახეთის ერთ-ერთ მივიწყებულ ტბასთან სასტუმროს აშენება ყველას განწირულ და უიმედო იდეად ეჩვენებოდა, თუმცა ლოპოტას დამფუძნებელს, გოგა მაისურაძეს, შორეული გეგმები ჰქონდა და მან თავისი მიზანდასახულობით შეძლო კიდეც ლოპოტა მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილად ექცია.
ყველაფერი დაიწყო 7-ოთახიანი საოჯახო სასტუმროთი, ნაბიჯ-ნაბიჯ კი უნიკალურ რეზორტად და შეუდარებელ მიკროსამყაროდ იქცა – პრემიუმ ხარისხის სერვისით და შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურით, 232 ნომრით, მრავალგვარი გამაჯანსაღებელი ობიექტებით, სპორტული დარბაზებით, სპა ცენტრებით, რესტორნებით, ცხენებითა და ვენახებით. ოჯახური სასტუმროს თბილი და სტუმართმოყვარე გარემო, სასტუმროს ამჟამინდელი მასშტაბის მიუხედავად, კვლავაც მისი მთავარი უნიკალური მახასიათებელია,”- წერს ფორბსი.