თელავში კონტაქტური კარატეს ჩემპიონატი ჩატარდება
21 მაისს, თელავში კონტაქტური კარატეს ჩემპიონატი ,,თელავის თასი” ჩატარდება.
ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 8-დან 18 წლამდე ახალგაზრდები მიიღებენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატის მიზანია ახალბედა სპორტსმენების წახალისება, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია ბავშვთა და მოზარდთა შორის,ასევე კონტაქტური კარატეს განვითარება და რეგიონული ორგანიზაციების მხარდაჭერა.
ჩემპიონატი კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტის, ტურიზმისა და ახაგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.