გასულ წელს საქართველოდან ემიგრაციაში 80 351 მოქალაქე წავიდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2021 წელს საქართველო 80 351-მა მოქალაქემ დატოვა.
იმავე პერიოდში, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში დაბრუნდა 39 526 მოქალაქე, რომელიც ემიგრაციაში იყო. შესაბამისად, უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო 25 966.
2021 წელს საქართველო დატოვა უცხო ქვეყნის 19 568-მა მოქალაქემ. ამავე პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 34 433 უცხოელი. ამ წელს ქვეყანაში შემოვიდა მოქალაქეობის არმქონე 49, ხოლო ქვეყნიდან გავიდა 55 პირი.
2021 წელს, ემიგრანტების საერთო რიცხოვნობამ 99 974 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8 პროცენტით შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა.