ახალი ამბები

IRI-გამოკითხული მოქალაქეების 47% covid-ზე აცრას არ აპირებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 47% covid-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას არ აპირებს.

კითხვაზე – „რამდენადაც ვაქცინაციის პროცესი გრძელდება, როგორი იქნება თქვენი გადაწყვეტილება“ – რესპონდენტების 43%-მა უპასუხა, რომ უკვე აცრილია.

დანარჩენი პასუხები ასეთია:

4% – „აცრას გარკვეული პერიოდის შემდეგ გავიკეთებ“;
3% – „ვაქცინაციას გავაკეთებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას კანონი ან ჩემი დამსაქმებელი მოითხოვს“;
2% – „მალე ავიცრები“;
2% – „არ ვიცი“.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 % წარმოადგენს, გამოპასუხების მაჩვენებელი კი 64%-ია.

27 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 1 262 827 ადამიანი, >18 ასაკის მოსახლეობის 43.9%.