ახალი ამბები

ლაგოდეხელმა ახალგაზრდებმა კრივში ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

კრივში, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორები, ლაგოდეხელი, დავით ბაქრაძე და მარიამ ბახტურიძე გახდნენ.

შეჯიბრება, ქალაქ ფოთში გაიმართა და მასში, საქართველოს ყველა რეგიონის სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

ჩემპიონატზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელით, სოფელ ჭიაურიდან, ქალთა შორის, 60 კგ კატეგორიაში, მარიამ ბახტურიძე, ხოლო ვაჟთა შორის, 48 კგ კატეგორიაში, დავით ბაქრაძე მონაწილეობდნენ. დავით ბაქრაძემ – ბრინჯაოს, ხოლო მარიამ ბახტურიძემ – ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, წარმატებულ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, პრიზიორები და მწვრთნელი, მერიისგან, საჩუქრად, ფულად ჯილდოს მიიღებენ.