ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი- სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამაში 20 ათასამდე აპლიკაციაა შესული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამაში 20 ათასამდე აპლიკაციაა შესული.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამიზნე მაჩვენებელი 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა.

“მინდა, მივმართო შრომისუნარიან, აქტიურ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც ინტენსიურად გვერთვებიან დასაქმების პროგრამაში, 20 ათასამდე აპლიკაციაა შემოსული. კიდევ მეტი უნდა შემოვიდეს. მიზანი არის, რომ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ. შეიძლება წელს ვერ მოესწროს, მაგრამ ვფიქრობ, 2-3 წელიწადში ეს მიღწევადია. წელს დიდი სურვილი გვაქვს, რომ 50 ათასი ადამიანი დავასაქმოთ. ჩვენ ვიწყებთ მშენებლობის მასშტაბურ პროექტებს. მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მეტი მოთხოვნა გაჩნდება და მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს, რაც შეიძლება მალე ჩავერთოთ ამ პროგრამაში”,-
განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.