სოფელ იორმუღანლოში ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ხიდი ინგრევა- ფოტოები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იორმუღანლოს თემში მცხოვრები მოსახლეობის თქმით, ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ხიდი ინგრევა.

მათი თქმით, პრობლემა წლებია აწუხებთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველ დღე ხიდზე დიდი რაოდენობის სატვირთო მანქანები გადიან.

აღნიშნული საკითხის მოგვარების მოთხოვნით იორმუღანლოში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მერიას უკვე მიმართეს.