ახალი ამბები

გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სამი მცირეწლოვანის მამამ, 33 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.

მამაკაცი ოჯახის წევრებმა, სოფელთან ახლოს ჩამომხრჩვალი იპოვეს. სავარაუდო თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სოფელში ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა სავარაუდო სუიციდი, გაჭირვების გამო ჩაიდინა.

“მშრომელი ბიჭი იყო. დღიურ სუშაოებზე დადიოდა, ხან ჯართსაც აგროვებდა და სამ შვილს ინახავდა. ვფიქრობთ, რომ ვეღარ გაუმკლავდა ამდენ გაჭირვებას”,- ამბობენ სოფელში.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.