ახალი ამბები

Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში მიმდინარე კვირაში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში Pfizer-ის წარმოების ვაქცინების ახალ პარტიას მიმდინარე კვირაში შემოიტანენ.

ცნობისთვის, Pfizer-ის ვაქცინების წინა პარტიას ვადა 31 მარტს გაუვიდა. რაც შეეხება ვაქცინაციის დონეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 4 აპრილის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 1 257 304 ადამიანი, რაც მოზრდი მოსახლეობის თითქმის 44%-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში მხოლოდ 9 ადამიანი აიცრა.