როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
5-7 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ნისლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სინოპტიკოსების თქმით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დათბება, ხოლო ტემპერატურის ვარდნა ღამის საათებში +7 გრადუსამდეა ნავარაუდები.
“მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.